fbpx

ედიშერ გვენეტაძე – ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას მოაშორა ანტიეროვნული, ანტიხალხური, ანტისახელმწიფოებრივი მმართველი ხროვა

ედიშერ გვენეტაძე – ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას მოაშორა ანტიეროვნული, ანტიხალხური, ანტისახელმწიფოებრივი მმართველი ხროვა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდა გარეშე მტრების საქმეებს დღეს იმ კაცის დაბადების დღეა, რომლის ცხოვრების პრინციპად ქცეულია დიდი ილიას სიტყვები “კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?“! – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე. როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას მოაშორა ანტიეროვნული, ანტიხალხური, ანტისახელმწიფოებრივი მმართველი ხროვა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდა გარეშე მტრების საქმეებს „გარდა იმისა, რომ უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედია, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის შემოდგომაზე “შეკრიბა ქართველთა ლაშქარი” და ქვეყანას მოაშორა ანტიეროვნული, ანტიხალხური, ანტისახელმწიფოებრივი მმართველი ხროვა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდა გარეშე მტრების საქმეებს წაღმა-უკუღმა ჩუქნიდა და კარგავდა წინაპართა სისხლით გაჟღენთილ ტერიტორიებს! ბიძინა ივანიშვილი “მოვიდა, ნახა, დაამარცხა”! ბევრი წარმოაჩინა, დააწინაურა, ჩააცვა, დაიხურა, მაგრამ რა უმადურობის სენს რა დაძლევს ამ ქვეყანაში?! თუმცა არაფერია, როგორც ვაჟა ამბობდა: “ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო”! დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა უდიდეს მამულიშვილს!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება