fbpx

ვინც „პაჩკა -პაჩკა“  გვაბარებდა „ქართულ ოცნებას“ , დღეს აი ეს ხალხი გვესაუბრება ისევ გაერთიანებაზე-დავით ჭიჭინაძე

ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე:

“არაერთხელ დაანონსებული ე.წ.  ცხელი შემოდგომა გადაიდო, სამაგიეროდ გვესმის გაუგებარი ინიციატივები, რაც ისევ ოპოზიციაში იწვევს განხეთქილებას.

რადგან ხალხი, ვინც გაყიდა ოპოზიციის ერთობა, ვინც „პაჩკა -პაჩკა“  გვაბარებდა „ქართულ ოცნებას“ , დღეს აი ეს ხალხი გვესაუბრება ისევ გაერთიანებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთიანობა არასოდეს შედგება.

ეს კი მხოლოდ  „ოცნებას“ აწყობს.

ისევე როგორც სტატუსის მიღება არ აწყობს „ქართულ ოცნებას“  და ამისკენ მიყავთ კიდეც ქვეყანა.

რადგან  ევროპული ტიპის მმართველობა  სწორედ მათთვის იქნება ხიფათისშემცველი  –  ამ შემთხვევაში ვერც ხელისუფლებას შეინარჩუნებენ და ვეღარც ყველაფრის უზურპაციას მოახდენენ და იმიტომ.

მოკლედ, ოპოზიციამ  თუ რეალურად ქუჩაში არ გამოიტანა პოლიტიკა, ხალხი მათი მოკავშირე აღარასოდეს გახდება და მუდმივად ვიქნებით იქ სადაც ვართ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება