fbpx

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ბიბლიოთეკა არ არის ის ადგილი, სადაც  ენმ-ს შიდა არჩევნებზე განცხადებები უნდა კეთდებოდეს 

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ბიბლიოთეკა არ არის ის ადგილი, სადაც  ენმ-ს შიდა არჩევნებზე განცხადებები უნდა კეთდებოდეს. 

ამის შესახებ პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ “ვივა მედიდან” გამოსვლის შემდეგ განაცხადა. 

მიაჩნია, რომ ბიბლიოთეკა არ არის ის ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ასეთი განცხადებების გაკეთება. არსებობს ოფისები” – თქვა გიული ალასანიამ. 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკიდან განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ.

ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ნადირაძის საპასუხოდ, ,,ნაციონალური მოძრაობის” მოქმედმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ამ დროისთვის საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება