fbpx

გოგი მეშველიანის კითხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს

დღეს საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქართველოს
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტისა და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-
2026 წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები
განიხილებოდა საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა
და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა კითხვა დაუსვა საქართველოს
ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს ზოგად
საგანმანათებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარება-რეაბილიტაციის
საკითხზე.

„ბატონო გიორგი, ჩემი კითხვა უკავშირდება ზოგადსაგანმანათლებლო
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, განვითარება-რეაბილიტაციას. თქვენს მიერ
წარმოდგენილ ბიუჯეტში ეს ასიგნებები ორ სამინისტროზეა ჩაშლილი, მათ
შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს
137 მლნ. ლარი, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 179 მლნ.
ლარი ამ მიმართულებით. მთლიანობაში 316 მლნ. ლარია წარმოდგენილი
ბიუჯეტით.
ბუნებრივია ჩვენ გვაინტერესებს, მე ამ შემთხვევაში, როგორც მაჟორიტარ
დეპუტატს, კონკრეტულად ჩვენს ოლქებში, ბოლნისის, დმანისის,
თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტეტებში არის თუ არა უკვე
განსაზღვრული რომელი სკოლების რეაბილიტაცია მოხდება, სად აშენდება ეს
სკოლები და ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის წარმოდგენამდე გვექნება თუ არა
წვდომა ამ კრიტერიუმებზე როგორ შეირჩევა ეს სკოლები, რა კრიტერიუმებით
ხდება ამ თანხების განაწილება ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის მიმართულებით.“-
გოგი მეშველიანი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება