fbpx

ვბრძანებ, რუსული არმიის შემაკავებელი ძალები გადავიდეს საბრძოლო მოვალეობის განსაკუთრებულ რეჟიმში-ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ მზადყოფნაში მოყვანის შესახებ ბრძანება გასცა. ამის შესახებ პუტინმა რუსეთს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას ვიდეომიმართვაში ისაუბრა

„ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს, გადაიყვანონ რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მოვალეობის განსაკუთრებულ რეჟიმში”, – განმარტა პუტინმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ნატოს ოფიციალური პირების სავარაუდო აგრესიული განცხადებებით გაამართლა.

„დასავლეთის ქვეყნები ახორციელებენ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკურ სფეროში, ვგულისხმობ არალეგიტიმურ სანქციებს, არამედ ნატოს წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნებიც აკეთებენ აგრესიულ განცხადებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება