fbpx

აქაური მარგინალები ვერც კი ბედავენ რამე თქვან ისრაელზე, რომელმაც რუსეთისადმი სანქციების დაწესებაზე უარი თქვა-გია აბაშიძე

ექსპერტი გია აბაშიძე-

ვინც არ მიცნობს, ვაუწყებ, რომ დედით უკრაინელი ვარ, დედულეთი ხარკოვშია (მამულეთი ხარაგაულში). რასაც ახლა განვიცდი, აღუწერელია.
ვერანაირად ავიტან ბოროტი კლოუნის, სააკაშვილის ფსევდოსოლიდარული “პატრიოტების” და თემაში ჩაუხედავი, ნაკლებად განათლებული “გულანთებულებისგან” ურაპატრიოტიზმსა და ქაჯურ დამუნათებას!

მადლობელი ვარ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების, რომელიც ბრძნულად და ფაქიზად მიუდგა ამ მგრძნობიარე თემას და ეხმარება ჩემს უკრაინას ისე, როგორც შეუძლია.

აქაური მარგინალები ვერც კი ბედავენ რამე თქვან ისრაელზე, რომელმაც რუსეთისადმი სანქციების დაწესებაზე უარი თქვა საკუთარი უსაფრთხოების, რეგიონში სტაბილურობისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

პირადად მე რასაც ვაკეთებ უკრაინისთვის, ღმერთი განსჯის. აქაური “მსაჯულები” არაფერში მჭირდება!

მშვიდობა და დეოკუპაცია უკრაინას! დიდება ამ ქვეყანას და მის დამცველებს! მადლობა საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ამ საშინელებას კონიუქტურის გარეშე აპროტესტებს და სოლიდარულია მოძმე უკრაინისადმი!

Слава Україні! Героям слава! 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება