არჩილ გორდულაძე: როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც

როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ თანაამსრულებელია წამების, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

გორდულაძის განცხადებით, იმ კონკრეტულ ძალებთან კოალიციაში შესვლა, რომლებიც წარსულში ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდნენ, მომავალში იმავე ქმედებების გაგრძელების საფრთხეს ქმნის.

„ჯერ ხომ ასეთი გამიჯვნა არ არსებობს და არ უთქვამთ კონკრეტულ პარტიებს და ბევრი მტკიცებულებაა ამასთან დაკავშირებით. მათ შორის კიდევ ერთხელ, პლენუმის წინაშე ნათქვამი იყო სიტყვები, რომ არავითარი ადამიანის უფლებების დარღვევა არ ყოფილა. არც პენიტენციურ სისტემაში. როდესაც სიტყვები სისტემური და სისტემატური ჩვენი ნათქვამი არ არის, ეს სტრასბურგის სასამართლოს ნათქვამია, ამ დროს კონკრეტული პირის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ ამას ვემიჯნებით, რაც არ გაუკეთებიათ კიდეც. სულ რომ გაეკეთებინა, მერე თავისი ქმედება გამოხატულია, რომ ამ პარტიასთან ერთად იგი აპირებს, კოალიციური მმართველობა შექმნას, რა თქმა უნდა, ის პასუხისმგებელი ხდება, რომ წარსულში რომ იგი ფეხქვეშ თელავდა ადამიანს, როგორც ინდივიდს და უმაღლეს ღირებულებას, მომავალშიც, კოალიციური მმართველობის შემთხვევაშიც, იმავეს გააკეთებს, პირდაპირ თანამონაწილე გახდება“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება