fbpx

თუ ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება,,,ნაციონალური მოძრაობა,, სიებს გაანულებს

„პროტესტის რა ფორმებს მივმართავთ დამატებით, მათ შორის საარჩევნო სიების განულებასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, დათანხმდება თუ არა ხელისუფლება ჩვენ მოთხოვნას ჩატარდეს ახალი არჩევნები“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ოპოზიცის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას.

ოპოზიცია პარლამენტში შესვლის პირობად ხელისუფლებისგან, საერთაშორისო გარანტიებით, ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის სხვთა ფორმებს მიმართავს. „ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება და თუ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიებით გასული პირები უარს იტყვიან პარლამენტში შესვლაზე, საარჩევნო სიის მომდევნო პირებს, იმავე რაოდენობით, შეუძლიათ შევიდნენ პარლამეტში. 

კონსტიტუციონალისტთა თქმით, ამ შემთხვევაში, ოპრზიციურ პარტიას შეუძლია არჩევნების დასრულების შემდეგ განცხადებით მიმართოს ცესკოს და გაანულოს თავისი საარჩევნო სია.

„ჩვენ ჯერ ველოდებით როგორ დასრულდება მოლაპარკების მორიგი რაუნდი, რა წინადადებით წასრსდგება ხელისუფლება მოლაპრაკების მაგიდასთან. ჩვენი მოხოვნა უცვლელია – ჩატარდეს ახალი არჩევნები, იქნება ეს ორი თვის შემდეგ თუ გაზაფხლზე რიგგარეშე არჩევნები. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვტილებას სამომავალო გეგმებთან დაკავშირებთი. მათ შორის იქნება საარჩევნო სიების განულების საკითხი და პროტესტის სხვა ფორმები“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.წტარო ,,რეზონანსი,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება