fbpx

ეკა სეფაშვილი: რომან გოცირიძე ცდილობს, მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენოს

„რომან გოცირიძის პოსტს შევაფასებდი, როგორც ძალიან არასერიოზულს. რომან გოცირიძე უჭკუო კაცი არ არის და საკმაოდ პროფესიონალი ეკონომისტია და, ამის გამო, საკმაოდ პროფესიონალურად დემაგოგობს ხოლმე. მისი მცდელობაა, რომ მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენოს და აჩვენოს, რომ აი, მორწმუნე რომ ხარ, თურმე, იმიტომ ხარ გაუნათლებელი. სრულ აბსურდამდე მიდის“, – ასე უპასუხა საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, „პოსTV-ის“ ეთერში დასმულ კითხვას რომან გოცირიძის Facebook-სტატუსთან დაკავშირებით.
ეკა სეფაშვილის თქმით, გოცირიძის პოსტი არა მხოლოდ მართლმადიდებელი, არამედ სხვა მრწამსის ადამიანებისთვისაც შეურაცხმყოფელია.
„თუ მივუდგებით ისე, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, რელიგიურობა არანაირად არ უშლის ხელს არც განათლებას და არც ეკონომიკურ წინსვლას. ადამიანის არჩევანია, რომ აირჩიოს ცხოვრების ის წესი და ის რელიგია, რომლებსაც მისი მორალური პრინციპები და ფასეულობები დაემყარება. ეს პოსტი ძალიან ბევრი ადამიანის შეურაცხყოფისკენაა მიმართული, რადგან, როგორც თვითონაც აღნიშნავს, ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ ძალიან ბევრი მორწმუნე ადამიანია, არა მარტო ორთოდოქსი ქრისტიანი, არამედ არიან სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანები. ასე რომ, მისი ეს პოსტი ყველას მიმართ შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისივე შეფასებით, ადამიანების გარკვეული ჯგუფი ცდილობს, ყოველგვარ ეროვნულს მნიშვნელობა დაუკარგოს და შეურაცხყოფა მიაყენოს.
„ეს [პოსტი] მათი ნარატივის გაგრძელებაა – მათი ნარატივია, ყველაფერი ეროვნული, ტრადიციული, ჩვენი კულტურის ყველა მახასიათებელი შეურაცხყონ და არაღირებულად, არამნიშვნელოვნად, საქართველოს განვითარების ხელისშემშლელად წარმოაჩინონ, რაც ძალიან უსუსური მცდელობაა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება