fbpx

ირაკლი ლატარია: ჩემო ელენე, ჩემო კეზერ მართალია თქვენ არ იცვლებით, მაგრამ ქართველები ძალიან შევიცვალეთ და თქვენს ღალატსა და უსამშობლოობას იმ დღესვე ვხვდებით

„რა საოცრებაა, რუსეთის ოფიციალური აგენტი ხოშტარია, რუსეთიდან წამოსულ მესიჯებს საქართველოში აპროტესტებს და ამაში ხელფასს იღებს რუსეთის ბიუჯეტიდან…. ჩემო ელენე, ჩემო კეზერ – მართალია თქვენ არ იცვლებით, მაგრამ ქართველები ძალიან შევიცვალეთ და თქვენს ღალატსა და უსამშობლოობას იმ დღესვე ვხვდებით და ვშიფრავთ!!!!“- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს.

„მეგის ქარდავა ალბათ ყველამ იცით ვინც არის ხომ? ადამიანები არ იცვლებიან, თუ ის დაიბადა მანიაკი, ის ყოველთვის იქნება მანიაკი. ქარდავა დააკავეს უკრაინაში და სახლში აღმოუჩინეს ასობით ფაილი, სადაც იყო ახალგაზრდა ადამიანების წამებები ასახული. წარმოგიდგენიათ, ადამიანი რა დონის ავადმყოფია, რომ გაქცეული საკუთარი ქვეყნიდან, მიგაქვს ვიდეოები სადაც არის წამებები და ადამიანთა დამცირებები ასახული.? ! არა, ადამიანები არ იცვლებიან …
რატომ გამახსენდა ახლა მეგისა?
რატომ და, ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა კეზერაშვილზე და ხოშტარიაზე. ისინი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, სიყალბის, უსამშობლოობისა და ქართველთსიძულვილის ეტალონები. . .
და რა ხდება? ალბათ ყველას კარგად გახსოვთ ევტუშენკოვის ზარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. აღნიშნული საუბარი ეგზავნება ტელეკომპანია ,,ფორმულას” და ისე იხატება სურათი, თითქოს ივანიშვილი იყო ინიციატორი და რაც მთავარია, ევტუშენკოვის პარტნიორ და თან მაშინ, როდესაც ომი უკრაინასთან ახალი დაწყებული იყო.. ახლა მაქვს კითხვა – ფორმულას რატომ მიეწოდა? ვისია ფორმულა? 🙂 კეზერასი – ვინ წამოწია ეგ თემა? ხოშტარიამ
გაგრძელება….
საქართველოში შემოდის გემი რუსეთიდან, ჩვენი საბაჟო მას არ ატარებს, გემს ედება სანქცია, მაგრამ აღნიშნულ თემას სიყალბით გაჟღენთილს აშუქებს ფორმულა და ვისი პირით? რა თქმა უნდა ხოშტარიასი და აბა თუ გამოიცნობთ გემზე არსებული ტვირთი ვის ეკუთვნის? ნაკაიძეს… ნაკაიძე ვინ არის? რა თქმა უნდა კეზერაშვილის ბიზნესსს პარტნიორი …
მგონი ორივე თემა საკმაოდ კარგად დალაგდა და ამ უსამშობლოების ჩანაფიქრს საზოგადოება ეგრევე მიუხვდა და ყველამ დაინახა თუ როგორ იკვრება რუსეთი-კეზერა-ხოშტარიას სამეული….
ისე რა საოცრებაა, რუსეთის ოფიციალური (დადასტურებული) აგენტი ხოშტარია, რუსეთიდან წამოსულ მესიჯებს საქართველოში აპროტესტებს და ამაში ხელფასს იღებს რუსეთის ბიუჯეტიდან….
მოკლედ, ჩემო ელენე, ჩემო კეზერ – მართალია თქვენ არ იცვლებით, მაგრამ ქართველები ძალიან შევიცვალეთ და თქვენს ღალატსა და უსამშობლოობას – იმ დღესვე ვხვდებით და ვშიფრავთ!!!!“- წერს ირაკლი ლატარია

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება