fbpx

ეკა სეფაშვილი: ევროპარლამენტარებისა და ცალკეული ოპოზიციონერების მხრიდან იყო მცდელობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პირდაპირ შეხებოდა ბიძინა ივანიშვილს – ევროკომისარმა, ძალიან სწორად, ის მესიჯი გააჟღერა, რომელსაც მისგან და ევროკავშირისგან ველოდი

„ევროპული მიდგომა გულისხმობს არა ცალკეულ პიროვნებებზე ორიენტირებასა და ცალკეული პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ისეთი სისტემების შექმნას, რომლებშიც უზრუნველყოფილი იქნება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა“, – ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი, ეკა სეფაშვილი ოლივერ ვარჰეის განცხადებას, რომელიც ევროკომისარმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბრისას გააკეთა.
ეკა სეფაშვილის თქმით, ცალკეული ევროპარლამენტარებისა და რადიკალური ოპოზიციის სურვილის მიუხედავად, ვერცერთი კანონის მიზანი ვერ იქნება კონკრეტული ადამიანის დევნა, ვინაიდან ეს ევროპულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„როგორც გახსოვთ, ევროპარლამენტარების მხრიდან იყო მცდელობა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი პირდაპირ შეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ „დეივანიშვილიზაცია“ უნდა მომხდარიყო. ცალკეული ოპოზიციონერების მხრიდან, იყო ტექსტები და ნარატივი, რომ თუ ეს კანონი ივანიშვილს არ შეეხება, მას აზრი არ აქვს. როგორც წესი, ევროკავშირის მხრიდან, ასეთი, პიროვნებებზე მორგებული კრიტერიუმები არასდროს არაა. ევროკომისარმა, ძალიან სწორად, სწორედ ის მესიჯი გააჟღერა, რომელსაც ევროკომისრისგან და ევროკავშირისგან ველოდი. ევროპული მიდგომა გულისხმობს არა ცალკეულ პიროვნებებზე ორიენტირებასა და ცალკეული პიროვნებების წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ისეთი სისტემების შექმნას, რომლებშიც უზრუნველყოფილი იქნება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. როგორ შეიძლება, ვისაუბროთ ისეთი სისტემის აგებაზე, რომელიც ერთი პიროვნების წინააღმდეგაა მიმართული? ევროკავშირის მთელი სისტემა სწორედ ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება. პროცესები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯებია – ევროპული ღირებულებები, ევროპული დემოკრატია, შესაბამისი ინსტიტუტები და პროცედურები, რომლებიც ეხება არა მარტო დემოკრატიას, არამედ ეკონომიკურ ცხოვრებასაც, იმგვარად იყოს აგებული, რომ მოემსახუროს მოქალაქის უფლებების დაცვას და საქართველოს მისცემს საშუალებას, გახდეს მნიშვნელოვანი ჰაბი და მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ რეგიონის დანარჩენი ქვეყნებისთვის. ამაშია საქართველოს როგორც ისტორიული, ისე – მომავლის როლიც“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება