fbpx

დღეს ჩვენმა ორგანიზაციამ წერილით მიმართა უკრაინის საელჩოს, ველოდებით პასუხს-ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე-

საქართველოში უკრაინის საელჩოს მიმართვა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედე-რაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბან-დული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით.აღნიშნული წარმოადგენს ძალიან მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რის გამოც ის საჭიროებს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას, ხოლო მათი დასაბუთების შემთხვევაში ამის შედეგი შეიძლება იყოს ძალიან მძიმე საქართველოს ხელისუფლებისთვის.ამავე დროს, თუ არ იქნება წარმოდგენილი და საზოგადოებისთვის ცნობილი ამ ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები, ჩაითვლება, რომ ასეთი ბრალდება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და დეზინფორმაციას და მიზნად ისახავს ერთის მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შელახვას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით არეულობისათვის და დესტაბილიზაციის ხელის შეწყობას.

ზოგადად ნებისმიერი ბრალდების, და მით უმეტეს, ასეთი მძიმე ბრალდე¬ბის წაყენების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამიტომ ლოგიკური და ნორმალური მდგომარეობა არის ის, რომ როდესაც ხდება ასეთი მძიმე ბრალდების საჯაროდ გაცხა¬დე¬ბა, ამის პარალელურად ცხადდება ის კონკრეტული მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებენ ამ ბრალდებას.იმედს გამოვთქვამთ, რომ უკრაინის საელჩოს უფლებამოსილი პირი წინამდებარე მომართვაზე პასუხს გაგვცემს წერილობით ან, იმის გათვალისწინებით, რომ ქართუ-ლი საზოგადოებისთვის საკითხი არის ძალიან აქტუალური, გააკეთებს საჯარო გან-ცხა¬დებას.

პატივისცემით ნანა კაკაბაძე თავმჯდომარე 05.04.22. დღეს ჩვენმა ორგანიზაციამ წერილით მიმართა უკრაინის საელჩოს. ველოდებით პასუხს, რომელსაც ასევე გავასაჯაოებთ და დავდებთ ჩვენი ორგანიზაციის გვერდზე და დაუგზავნით საინფორმაციო სააგენტოებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება