fbpx

გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს, ეს არის ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ანგარიში-ლევან ქარუმიძე

ლევან ქარუმიძე – გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტს ჰყავს თავისი მომხსენებელი – ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი რიგი ქართული მედიასაშუალებები შეცდომით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში მოამზადა. გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და ის არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას, ეს არის ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ანგარიში – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ განაცხადა. მისი თქმით, კვლევაში გვხვდება მთელი რიგი ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებთანაც დაკავშირებით ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. როგორც ლევან ქარუმიძე აღნიშნავს, ასეთი კვლევითი ცენტრი არსებობს საქართველოს პარლამენტშიც, რომელიც უამრავ ანგარიშს აქვეყნებს, მაგრამ ამ ანგარიშების და კვლევების წარმოჩენა, როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციისა იქნება შეცდომა. „დღეს დილიდან, რიგი ქართული მედიასაშუალებები შეცდომით ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე ანგარიში მოამზადა. გავრცელებული ანგარიში არ ეკუთვნის ევროპარლამენტს და ის არ წარმოადგენს ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას. ეს არის ევროპარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ანგარიში. ასეთი კვლევითი ცენტრი არსებობს საქართველოს პარლამენტშიც, რომელიც უამრავ ანგარიშს აქვეყნებს, მაგრამ ამ ანგარიშების და კვლევების წარმოჩენა, როგორც საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციისა იქნება შეცდომა. უშუალოდ კვლევაში გვხვდება მთელი რიგი ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებთანაც დაკავშირებით ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტს და მის პოზიციას, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტს ჰყავს თავისი მომხსენებელი – ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი“ – აცხადებს ლევან ქარუმიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება