fbpx

დუშეთის მერის მაცაცო ნარიმანიძისა და შესაბამისი უწყებების აქტიური კოორდინაციით,  ჩამოწოლილი მეწყერისგან გაიწმინდა გუდამაყრის საავტომობილო გზის მონაკვეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მაცაცო ნარიმანიძისა და შესაბამისი უწყებების აქტიური კოორდინაციით,  ამ ეტაპზე  ჩამოწოლილი მეწყერისგან გაიწმინდა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის გამსი-ჩოხის საავტომობილო გზის მონაკვეთი  და ბაკურხევის ხეობის სოფლებამდე მისასვლელი გზა,  ასევე, მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ციხევდავისა და ჭილურტისსაავტომობილო გზაზე მდებარე სანიაღვრე არხები.

რაც შეეხება, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულს, შუაფხო-ლაშარის გზის მონაკვეთზე კვლავ აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან გადაუღებელი წვიმა მეწყერსაშიშ ახალ ზონებს ქმნის.

გაწმენდითი სამუშაოები, აგრეთვე, ხორციელდება ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხანდოს ხეობის სოფლებამდე მისასვლელ გზაზეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოწოლილი მეწყერისგან გაიწმინდა.

“გადაუღებელი წვიმის გამო, მუნიციპალიტეტში სტიქიის აქტიური ზონები კვლავ რჩება და შესაბამის უწყებებთან ერთად ვაგრძელებთ სალიკვიდაციო ღონისძიებებს” – აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება