fbpx

სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სამგორში მცხოვრები მოზარდებისთვის „საგანმანათლებლო კვირეული“  გაიმართა.

სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სამგორში მცხოვრები
მოზარდებისთვის „საგანმანათლებლო კვირეული“  გაიმართა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 16-დან 20 წლამდე    ახალგაზრდისთვის
ბაკურიანში     ოთხდღიანი, სხვადასხვა თემატიკის  ტრენინგები გაიმართა.
მონაწილეები ასევე ჩართული იყვნენ მრავალფეროვან აქტივობებში, შეასრულეს
ჯგუფური და პერსონალური დავალებები.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ სამგორის რაიონის გამგებელს,
კახა სამხარაძეს და პარლამენტში  სამგორის მაჟორიტარ დეპუტატს სოზარ
სუბარს, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში მოზარდებისთვის საინტერესო
სხვადასხვა თემები განიხილეს.

პროექტის მიზანია, სამგორის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების
ამაღლება, კრიტიკულ აზროვნებასა და სამოქალაქო ჩართულობის  გაზრდის
ხელშეწყობა, ასევე, საჯაროდ გამოსვლის უნარების გამომუშავება და
გაუმჯობესება, თანატოლებთან სოციალიზაცია და მოკლე დროში საკმაოდ
კომპლექსური დავალების შესრულების მენეჯმენტი.

კვირეულის დასასრულს, მოზარდებმა აარჩიეს მათთვის აქტუალური საკითხები
და ტრენინგზე მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნის დახმარებით
მოამზადეს ჯგუფური პროექტები, რომელის განხორციელებაშიც მხარდაჭერა
სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ აღუთქვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება