fbpx

სოფელ ბოლნისში სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის იუბილე აღინიშნა

დღეს სოფელ ბოლნისში სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ღაზაროს აღაიანის
დაბადებიდან 182-ე იუბილე მისსავე სახლ-მუზეუმის ეზოში აღინიშნა. სოფელს, სადაც
ღაზაროს აღაიანი დაიბადა, საპატიო სტუმრები ეწვივნენ და სომეხი მწერლის ცხოვრება
და შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
ღაზაროს აღაიანი პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას საქართველოსა და
სომხეთში ეწეოდა. ის ავტორია ლირიკული ლექსების, პოემების, საბავშვო ზღაპრებისა
და რომანების.
„დღეს გამოჩენილი სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის დაბადებიდან 182-ე იუბილე
აღვნიშნეთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ადამიანი, რომელმაც სომხური ლიტერატურის
განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ
ბოლნისში დაიბადა. ღაზაროს აღაიანი ქართულ-სომხური მეგობრობის ერთგვარი
სიმბოლოა და მისი შემოქმედება არამარტო სომეხი ერისთვის, არამედ ჩვენთვისაც
ძალიან ძვირფასია. სოფელ ბოლნისის თითოეულ მცხოვრებს ვულოცავ ამ დიდი
მოღვაწის იუბილეს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით
შერაზადიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება