fbpx

შალვა პაპუაშვილი: დღეს 1%-იანი პარტიები გონორით საუბრობენ, ასეთია „ლელო“, რომლის ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში აიღო 3% და 2021 წლის არჩევნებში 2%

დღეს 1%-იანი პარტიები გონორით საუბრობენ, ასეთია „ლელო“, რომლის ერთადერთი პოლიტიკური მიღწევა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნებში აიღო 3% და 2021 წლის არჩევნებში, ერთ წელიწადში 2%, ანუ 1% დაკარგა ერთ წელიწადში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი2“-ს ეთერში გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ლელო“ ისეთი გონორით საუბრობს თითქოს საგვარეულოდ ჩაბარებული აქვთ საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნა და უნდა დაიბრუნონ საგვარეულო ტიტული.

„ისეთი გონორით საუბრობენ გეგონება საგვარეულოდ ჩაბარებული აქვთ საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნა და ახლა უნდა დაიბრუნონ საგვარეულო ტიტული ქართველი ხელისუფლების. ასეთი გონორები აქვთ დაწყებული განცხადებებით და დამთავრებული ავტომარკით, რომლითაც მოძრაობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება