fbpx

დიმიტრი ხუნდაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: დიახ, ეს არის დასავლეთის პირადი ვენდეტა ბიძინა ივანიშვილის მიმართ – შურისძიება იმისთვის, რომ ივანიშვილმა როგორც ჩანს, კელი დეგნანთან საუბრისას, საქართველოთი არ ივაჭრა და ქვეყანა ომის ცეცხლში არ გახვია

ევროპარტლამენტის რეზოლუციის ტექსტი მოულოდნელი არ ყოფილა ჩვენთვის, ჩვენთვის მოულოდნელი იყო თავად ევროპის მიერ ევროპული ღირებულებების განადგურება, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე.

„ევროპა დღეს ხარაკირს იკეთებს და ამით ხარობს მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. მიხეილ სააკაშვილი კი არა, თავად ეს რეზოლუციაა ლაკმუსის ტესტი ევროპისთვის,  ქართველ ხალხში  საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად. 

დიახ, ეს არის დასავლეთის პირადი ვენდეტა ბიძინა ივანიშვილის მიმართ. შურისძიება იმისთვის, რომ ივანიშვილმა როგორც ჩანს, კელი დეგნანთან საუბრისას  საქართველოთი არ ივაჭრა და ქვეყანა ომის ცეცხლში არ გახვია. 

ქართველი ხალხი ხედავს, თუ რაოდენ მძიმეა დასავლეთის ვენდეტა ბიძინა ივანიშვილზე და ხელისუფლებაზე. 

ჩვენ არ გვეშინია, რადგან ვიცავთ ყველა წესს ქვეყნისადმი ერთგულების, მორალის, ზნეობისა და სამართლიანობის პრინციპებისადმი. 

მართალია, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, მაგრამ ამ  ბრძოლაშიც საქართველო  ღირსეულად გაიმარჯვებს“, – აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება