fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარებზე: რეზოლუციით გვეუბნებიან რა სასამართლო რის სასამართლო, ჩვენ გვინდა და გაუშვითო!

რეზოლუციით გვეუბნებიან სულ არ გვაინტერესებს სააკაშვილი, რომელიც შემოიპარა-შემოაგზავნეს ქვეყანაში სიტუაციის ასარევად და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დასამხობად, რომელიც რეალურად არც მომაკვდავი და არც ავადმყოფია, ჩვენი გვინდა და გაუშვითო?!“- ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი საბჭოური მეთოდების გამო ჩნდება საზოგადოებაში სხვა განწყობები, და უნდობლობა ევროპის და ზოგადად დასავლეთის მიმართ.

„ევროპარლამენტის „ახალი“ რეზოლუცია, თავის არსითა და შინაარსით მართლაც მოგაგონებს საბჭოთა კავშირს, იმ სახელმწიფოს დიქტატს, რომელიც გეუბნებოდა 15 სუვერენული რესპუბლიკა კი ხართ ჩვენს შემადგენლობაში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მოსკოვია თქვენი უფროსიც და ცხოვრების წესის დამდგენელიცო. სხვანაირად როგორ უნდა გაიგოთ: რეზოლუციით გვეუბნებიან სულ არ გვაინტერესებს სააკაშვილი, რომელიც შემოიპარა-შემოაგზავნეს ქვეყანაში სიტუაციის ასარევად და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დასამხობად, რომელიც მსჯავრდადებულია, და პლუს კიდევ მიმდინარეობს საქმეების სამართალწარმოება, რომელიც რეალურად არც მომაკვდავი და არც ავადმყოფია, ჩვენი გვინდა და გაუშვითო?! რა სასამართლო რის სასამართლო, აი, ჩვენ გვინდა და გაუშვითო! ბიძინა ივანიშვილი, რახან სასტიკ უარზეა, პოლიტიკაში არ ბრუნდება, საქართველოც მეორე ფრონტს არ ხსნის რუსეთის წინააღმდეგ, ამის გამო ჯერ შვეიცარიის ბანკის მეშვეობით უნდა დავსაჯოთ, თუ ესეც ვერ „ შეიგნო“ მაშინ სანქციები უნდა დავუწესოთო! რა ჰქვია ამას ქვეყნის სუვერენიტეტზე შეტევა ევროპარლამენტის ეგიდით? ბარემ ენაც ჩამოგვართვან, თორემ ჩვენს მართლმადიდებელ რელიგიაზე შეტევა დიდი ხანია მიმდინარეობს!
სწორედ ასეთი საბჭოური მეთოდების გამო ჩნდება საზოგადოებაში სხვა განწყობები, და უნდობლობა ევროპის, და ზოგადად დასავლეთის მიმართ. სწორედ ამის გამო იძახის ხალხი ასეთი ევროპა არ გვინდაო…ბრავო ევროპარლამენტს, თქვენ მოახერხეთ ჩვენი ევროპის მიმართ დამოკიდებულებაში მცირე, მაგრამ მაინც ბზარის შეტანა, და რის და ვის საფასურად-თაღლითი სააკაშვილის? უკრაინაში დაუსრულებელი ომის საფასურად?
მარტივად გეტყვით, არაფერი არ გამოგივათ, რეზოლუცია სამარცხვინო ქაღალდად დაგრჩებათ, ჩვენი კი ჩვენს გზას გავაგრძელებთ, იმ გზას რომელიც არც საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნებს, სულ ერთია რუსული იქნება თუ ევროპული!“- წერს ნიკოლეიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება