fbpx

მაგარ რამეს გვთავაზობენ არა? კანდიდატის სტატუსს და სანაცვლოდ ჩვენგან ითხოვენ დაბომბილ ქართულ ქალაქებს-დიმიტრი სამხარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება.

“უკრაინას, მოლდოვას მისცეს კანდიდატობის სტატუსი და რა? უკრაინაში ომი დასრულდა, დაამარცხეს რუსეთი და ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო? მოლდოვაში ყველა მილიონერი გახდა? 1%-ით არ შეცვლილა უკეთესობისკენ მათი ყოფა, პირიქით, ეკონომიკური ვარდნა აქვთ! თუ დესეთეს წევრობა დაუფასეს? რა სიკეთე მიიღო ამ ქვეყნების მოსახლეობამ? არაფერი!

მაგარ რამეს გვთავაზობენ არა? კანდიდატის სტატუსს და სანაცვლოდ ჩვენგან ითხოვენ დაბომბილ ქართულ ქალაქებს, დახოცილ ქართველებს, გაუბედურებულ ქვეყანას! ომის შემთხვევაში, კუბილიუსს გამოაგორებენ, ვაჭრობას დაგვიწყებენ და 1 წელი იფიქრებენ იარაღი მოგვაწოდონ თუ არა! მტერთან მარტო დაგვტოვებენ!

რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის შანტაჟს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. პირადი სანქცირება? იმდენს იზავთ, ქართველი ხალხი დაგიყადაღებთ აქ მყოფ თქვენ მონებს, უსამშობლო აგენტებს, ქვეყნის მტრებს! თურმე სამების ეკლესიის ამშენებელი უნდა დაასანქცირონ და ფერიის მთაზე ეკლესიის დამანგრეველი, სისხლიანი რეჟიმის შემქმნელი, კანონის სრული დარღვევით, ციხიდან გამოვუშვათ?

2-3 წელში ომის პარტიის წევრები აღარ იქნებიან ევროპარლამენტში, ამ პერიოდში ყველგან არჩევნებია, კარგად მოიკითხეთ რა რეპუტაცია აქვთ ამ ხალხს თავიანთ ქვეყნებში, ყველგან პროტესტი და გამოსვლებია! მჯერა მართლა ღირსეულ ხალხს აირჩევენ და ეს სიგიჟეც დამთავრდება.

დღეს, ამათ სტრატეგიულად აწყობთ საქართველოში მეორე ფრონტი! ამიტომ, ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად, საქართველოში არც ომი იქნება და არც ქვეყანას ავარევინებთ! გეყოთ ის ქართული სისხლი, რაც ქართველ ჯარისკაცებს დაუღვრიათ! არავიზე ნაკლები გაუკეთებია საქართველოს, ვნახეთ სამი ქვეყნის შედარება თუ ვინ იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს და საქართველო პირველ ადგილზეა! იმასაც კარგად ვხედავთ კანდიდატი სტატუსის მქონე თურქეთს 25 წელია რომ არ აწევრიანებენ ევროკავშირში! რატომ? კუბილიუსების წესებით რომ არ თამაშობენ?

საქართველო თქვენი სათამაშო არ არის!
დიდება საქართველოს და ჩვენს ერს.”✊🏻წერს დიტო სამხარაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება