fbpx

დიდუბის რაიონის გამგებლად ლევან ჯღარკავა დაინიშნა

თბილისის მერმა დიდიბის რაიონის ახალი გამგებელი წარადგინა-„მინდა, დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი – სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევან ჯღარკავას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის საქმიანობა. მინდა, მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ ლევან ჯღარკავა აქაც წარმატებული იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება