fbpx

ბექა მიქაუტაძე კრწანისის რაიონის გამგებლად დაინიშნა

ბექა მიქაუტაძე კრწანისის გამგებლად დაინიშნა,სოციალურ ქსელში გლდანელებს ემშვიდოებება და წარმატებას უსურვებს თავის შემცვლელს,შეგახსენებთ რომ ბოლო სამი წელი მიქაუტაძე გლდანის გამგებელი გახლდათ-

3 წლის წინ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონის – გლდანის გამგებლად დავინიშნე. ეს იყო დიდი გამოწვევა, რადგან სრულიად უცხო გარემოში მომიწია მუშაობა. ცოტა ვნერვიულობდი, ცოტა მეშინოდა კიდეც. დღეს, 3 წლის შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გლდანელი ვარ და გულით მიყვარს ეს უბანი და აქ მაცხოვრებელი ჩემი უამრავი მეგობარი. ბევრი გამოწვევა გადავლახეთ გლდანის უმაგრეს გუნდთან ერთად, თუმცა კვლავაც ბევრია გასაკეთებელი. წარმატებებს და ყველა პრობლემის სწრაფად მოგვარებას ვუსურვებ ჩემ მეგობარს, გლდანის ახალ გამგებელს, ლევან ნაროუშვილს.მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემ თანამშრომელს და თანამებრძოლს გუნდურობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, გულისხმიერებისთვის, ბრძოლისუნარიანობისთვის და სიყვარულისთვის.ორშაბათიდან კრწანისის რაიონში მივდივარ და მართალი გითხრათ, აქაც იგივე შეგრძნება მაქვს. ვიცი რომ თბილისის ერთ-ერთ ულამაზეს რაიონში მომიწევს მუშაობა, სადაც ქალაქური პეწი და სიყვარული უპერველესია. იმედი მაქვს გავუგებთ ერთმანეთს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება