fbpx

ვაკის რაიონში გამგებლად დავით კვინიკაძე დაინიშნა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. ვაკის გამგებლობის კანდიდატი დავით კვინიკაძეა, რომელიც წლების განმავლობაში, აღნიშნული რაიონის გამგებლის მოადგილე იყო.„ვაკის რაიონში გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურას წარმოვადგენ, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ვაკის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის საჭიროებებს. ის არის ეკონომისტი, ბიზნესისა და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი. მას არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველა პროცესში პირადად იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ვაკის რაიონს აწუხებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება