fbpx

„დელ­ტა“ ბევ­რად უფრო სა­ში­ში ფორ­მაა, ვიდ­რე “ომიკ­რო­ნი,,-თამაზ გვილია

ქარ­თვე­ლი ექი­მი თა­მაზ გვი­ლია უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში მოღ­ვა­წე­ობს. იგი ამ­ბობს, რომ იქ მა­ღალ დო­ნე­ზე გა­მარ­თუ­ლი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მაა და ქვე­ყა­ნა­ში სა­უ­კე­თე­სო მეც­ნი­ე­რე­ბიც ჰყავთ.„- სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა, არა­ვი­თა­რი შიში და და­ძა­ბუ­ლო­ბა არ იგ­რძნო­ბა. ახა­ლი შტამ­ზე რომ ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი ატყდა, ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რა­ტომ არის ასე­თი წუ­ხი­ლი სხვა ქვეყ­ნებ­ში ან მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ. ჩემ­გან სულ სამი სა­ა­თის სა­ვა­ლია, სა­დაც ეგ შტა­მი პირ­ვე­ლად და­ფიქ­სირ­და და ჩვე­ნამ­დე ინ­ფორ­მა­ცია არც მო­სუ­ლა. ჯერ მაგ შტამ­ზე ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არც არის, პრე­ტო­რი­ა­ში და­ი­წყეს კვლე­ვა და ერ­თა­დერ­თი რა ინ­ფორ­მა­ცი­აც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მოგ­ვა­წო­დეს, ეს ფორ­მა ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სახ­ლში მკურ­ნა­ლობს და ქარ­თულ სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ებს რომ ვუ­ყუ­რებ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვამ­ბობ­დი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰგო­ნი­ათ რომ მეტი იცი­ან ამ ახალ შტამ­ზე, ვიდ­რე აქ-მეთ­ქი. „დელ­ტა“ ბევ­რად უფრო სა­ში­ში ფორ­მაა, ვიდ­რე “ომიკ­რო­ნი” და ხან­და­ხან ვფიქ­რობ, რომ მსოფ­ლი­ო­ში ვი­ღა­ცებს სჭირ­დე­ბო­დათ ეს აჟი­ო­ტა­ჟი..“პ.ს. ერთი ის დღე გათენდეს, როდესაც მაღალი ეშელონების ქართველ ( ჯერ ჩემმა აგოს პასუხი) ექიმებს ბევრ ტყუილში გამოიჭერენ და პასუხსაც აგებინებენ, თორემ იმას არ ვამბობ, ვირუსი არ არის-მეთქი, მაგრამ ისიც ფაქტია, სიმართლისგან დიდი ხნის წინ რომ გადაუხვიეს. ჰოდა, სად არის ძაღლის თუ ვირუსის თავი დამარხული, ერთ მშვენიერ დღესაც გამოჩნდება. აბა, ასე „გუდიანი“ მოვიდას პრიზმაში როდემდე უნდა ვიცხოვროთ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება