fbpx

დასრულდა დღეები, როდესაც აშშ თვალს ხუჭავდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე-ჯო ბაიდენი

პრეზიდენტ პუტინს ნათლად, ჩემი წინამორბედისგან ძალიან განსხვავებული მანერით ვუთხარი, რომ დღეები, როდესაც აშშ თვალს ხუჭავდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე… დასრულდა”, – ეს ერთ-ერთი საკვანძო ციტატაა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლიდან აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ.

აღნიშნულ საკითხზე ბაიდენი პრეზიდენტის რანგში სიტყვით პირველად გამოვიდა. მან დონალდ ტრამპის სახელის პირდაპირ ხსენების გარეშე ისაუბრა წინამორბედის მემკვიდრეობაზე და ზიანზე, რომელიც, მისი აზრით, აშშ-ის რეპუტაციას გასულ წლებში საერთშორისო ასპარეზზე მიადგა.

“დიპლომატია დაბრუნდა”

ჯო ბაიდენის განცხადებით, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, შესაძლებლობების ლიდერობა და კანონის უზენაესობის პატივისცემა არის ის ფასეულობები, რომლებიც აშშ-ის “გლობალურ ძალასა” და “მტკიცე უპირატესობას” განაპირობებს მსოფლიოში.

“ამერიკა დაბრუნდა, დიპლომატია დაბრუნდა. თქვენ ხართ იმ ყველაფრის ცენტრი, რის გაკეთებასაც მე ვაპირებ. თქვენ ხართ ამ ყველაფრის გული”, – მიმართა ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტსი თანამშრომლობს.

პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის ალიანსები ქვეყნის ყველაზე დიდი ქონებაა. ბაიდენის განცხადებით, დიპლომატიით მართვა გულისხმობს როგორც ვაშინგტონის მოკავშირეების გვერდში დგომას, ისე დიპლომატიურ ნაბიჯებს კონკურენტებთან და მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობისას მაშინ, როცა ეს აშშ-ის ინტერესებსა და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას სჭირდება.

გზავნილები რუსეთის მიმართ

აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ბაიდენი არ მორიდებია ხისტ განცხადებებს რუსეთის მიმართ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებების მიმართ აშშ-ის მიდგომები აღარ იქნება ისეთი, როგორიც დონალდ ტრამპის მმართველობის დროს იყო.

“პრეზიდენტ პუტინს ნათლად, ჩემი წინამორბედისგან ძალიან განსხვავებული მანერით ვუთხარი, რომ დასრულდა დღეები, როდესაც აშშ თვალს ხუჭავდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, ჩვენს არჩევნებში ჩარევაზე, კიბერშეტევებზე, თავისი მოქალაქეების მოწამვლაზე”

გაუზიარე!

Shares