fbpx

ბექა დავითულიანი – ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მლნ-ს მითვისებაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების შეწყალებაში და პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებაში

ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ ზელენსკი ზრუნავს თავის მოქალაქეზე, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებასა და მოქალაქეებზე ვზრუნავთ.

“ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე და მასზე წუხს, როგორც უკრაინის მოქალაქეზე. ბატონმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონის მითვისება-გაფლანგვაში, საქართველოს მოქალაქის მკვლელების წინასწარი განზრახვით შეწყალებაში და საქართველოს პარლამენტის წევრის სასიკვდილოდ ცემის ორგანიზებასა და დავალებაში. შესაბამისად, თუ ის ზრუნავს თავის მოქალაქეზე და წუხს, ჩვენ ჩვენს მართლმსაჯულებასა და მოქალაქეებზე ვზრუნავთ და ამის უფლება გვაქვს. არ უნდა დაავიწყდეს ბატონ ზელენსკის, რომ [სააკაშვილი] უკრაინიდან საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთაში პირდაპირ არის ბრალდებული და თავადაც ამას ვერ უარყოფს, გადმოკვეთა უკრაინიდან საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით, შესაბამისად საქართველოს მართლმსაჯულება სრულდება ისე, როგორც ამას მოითხოვს ქართული კანონმდებლობა და ჩვენ ჯერ ჩვენს თავს და სახელმწიფოს ვცემთ პატივს და მერე სხვა ქვეყნებს და მათ მმართველებს“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება