fbpx

ბექა ოდიშარია კეზერაშვილის თაღლითურ სქემაზე: ისინი იმეტებდნენ საკუთარ სამშობლოში, საკუთარ თანამემამულეებს, ასე რომ, მე არ გამიკვირდება, რომ გაიმეტონ ევროპაში მცხოვრები უმწეო მოხუცები

მე ვფიქრობ, რომ მას [დავით კეზერაშვილს] მოუწევს თავის მართლება მათ შორის იმ მედიაფლაგმანის წინაშე, რომელიც მას პირდაპირ ბრალს დებს ამ უბინძურეს დანაშაულში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„როდესაც იმეტებდნენ საკუთარ სამშობლოში საკუთარ თანამემამულეებს, მე არ გამიკვირდება, რომ გაიმეტონ ევროპაში მცხოვრები უმწეო მოხუცები“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება