fbpx

გახარიას განცხადებით მთავრობა დაეხმარება თვითდასაქმებულებსაც

თვითდასაქმებული ადამიანები ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. აქვე მან დასძინა, რომ მთავრობის მეთაურმა ან თანხის გაცემა მოხდება მათი იდენტიფიცირების შემდეგ .

თვითდასაქმებულებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ჯამში 75 მლნ ლარია.

“სერიოზული ფენაა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები ან თვლიდნენ თავიანთ თავს თვითდასაქმებულად, სახელმწიფოსთვის უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება რამეთუ ისინი არ აღირიცხებიან არცერთ ოფიციალურ ბაზებში, მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას რომ სოციალური დახმარების სამსახურების მეშვეობით და მათი ინდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების გზით, მაშინ როცა ეს მოხდება, გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. ამ ღონისძიების დაახლოებითი ბიუჯეტი 75 მლნ ლარია.“

– განაცხადა გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე

გაუზიარე!

Shares