fbpx

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით 2021 წლიდან პენსია 410 000 პენსიონერს გაეზრდება

გიორგი გახარიას თქმით გადაწყვეტილება მთავრობამ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად მიიღო და საკანონმდებლო დონეზე გაამყარა

ისეთი გამოწვევა როგორიც არის გლობალური პანდემია, შეუძლებელია გადალახული იყოს ერთ თუ ორ წელიწადში. ჩვენ მოგვიწევს ამ გლობალური პანდემიის შედეგებს გავუმკლავდეთ წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ თვალსაზრისით დღესვე გვეზრუნა და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვეფიქრა და შეგვეთანხმებინა ჩვენს ყველაზე მოწყვლად ჯგუფზე, სოციალურად დაუცველ – ჩვენს პენსიონერებზე ზრუნვის გარკვეული მექანიზმები, რომელიც იქნება გამყარებული საკანონმდებლო დონეზე.

ამ მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით ყოველწლიურად, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს პენსიის სახით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური მდგარადობის შენარჩუნების თვალსაზრისით და ამასთან ერთად 70 წელს ზემოთ პენსიონერები გარდა ინფლაციის პროცენტული რაოდენობის ზრდისა, ასევე ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას, რაც ფაქტობრივად ნიშვნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარით, ეს არის ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც თითოეულ პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს.

ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენს პენსიონერებს საკმაოდ დიდი სოციალური ჯგუფი გვყავს და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური მდგრადობის თავლსაზრისით. ამ შეღავათებით ისარგებლებს 410 000 საქართველოს პენსიონერი.

განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა

გაუზიარე!

Shares