fbpx

გიორგი გახარია – “დაქირავებით დასაქმებული პირები რომლებმაც დაკარგეს სამსახური მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში”

პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მოქალაქეები, რომლებიც იყვნენ დაქირავებით დასაქმებლები და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მათ, 6 თვის განმავლობაში გადაუხდის კომპენსაციის სახით 200 ლარს.

აქვე მან აღნიშნა, რომ ჯამში ამ დახმარებას მიღებს საქართველოს 350 000 მოქალაქე, ხოლო აღნიშნული ინიციატივის ღირებულება იქნება 460 მილიონი ლარი.

„ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური და აღარ აქვს შემოსავალი, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. დახმარებით სარგებლობას, დღეს იმ ფონდებით, რომელიც გაგვაჩნია, შეძლებს მინიმუმ 350 ათასი მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მლნ ლარის ხარჯს. ამ ღონსძიების მიზანი არის ის, რომ შეგვეძლოს, ადამიანებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური, 6 თვის განმავლობაში მინიმალური ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ“,- განაცხადა გახარიამ.

გაუზიარე!

Shares