fbpx

საქართველოში 700 000-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი, რაც კარგი მაჩვენებელია-ეკატრინე ტიკარაძე

დღეს საქართველოში 700 000-ზე მეტი მოქალაქე არის აცრილი და მინდა გითხრათ, რომ იმ მოკლე პერიოდში, რა დროსაც ჩვენ დაწყებული გვაქვს ვაქცინაცია, ეს არის კარგი მაჩვენებელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,  ეკატერინე ტიკარაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ტემპი კარგად მიმდინარეობს.

„რომ არა ჩვენი ექიმების ინფორმაციული მუშაობა მოსახლეობასთან, ეს ტემპი მიღწეული ვერ იქნებოდა. დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია 25 000-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად გავატაროთ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის აქტიურობაც საკმაოდ მაღალია. ეს ნამდვილად კარგი შედეგია.

ჩვენი თავდაპირველი სამიზნე მაჩვენებელი დღეში 20 000 აცრა იყო. დღეს იმის რესურსი გვაქვს, რომ ჩავატაროთ 30 000 აცრაზე მეტი. ამჟამად, ყოველდღიურად 25 000 ადამიანი აქტიურად იცრება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება. ყველაფერი აქამდე დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება