fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის
განვითარებისთვის“ განხორციელება იგეგმება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის
განვითარებისთვის“ განხორციელება იგეგმება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა Mercy Corps
Georgia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, Mercy Corps Georgia-ს წარმომადგენლებმა მერის მოადგილეს პროექტის
„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ დეტალები გააცნეს.
მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ არის 3.5 წლიანი პროექტი,
რომელსაც, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის(ADC) დაფინანსებით, მერსი
ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-
ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო
მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და
საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას.
პროექტი განხორციელდება საქართველოს 4 რეგიონის 18 მუნიცპალიტეტში, კერძოდ,
ქვემო ქართლში: ბოლნისის, რუსთავის, მარნეულის, გარდაბანის, თეთრიწყაროსა და
წალკის მუნიციპალიტეტებში, სამცხე-ჯავახეთში: ბოჯრომის, ასპინძის, ადიგენის,
ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლში:
გორის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, მცხეთა-მთიანეთში: მცხეთის,
დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება