fbpx

სოფელ რაჭისუბანში გარე განათების ქსელის მოეწყობის სამუშაოები მალე დასრულდება, ქვემო ბოლნისში კი სასმელი წყლის დაზიანებულ მილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს.
სოფელ რაჭისუბნისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების
წარმომადგენლებთან ერთად შეხვედა და სოფლებში არსებულ საკითხებს ადგილზე
გაეცნო.
ხმათა უმრავლესობით, სოფელ რაჭისუბანში გარე განათების ქსელის მოეწყობის
სამუშაოები დასრულდება, ქვემო ბოლნისში კი სასმელი წყლის დაზიანებულ მილს
რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714
000 ლარია გამოყოფილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება