fbpx

გია გაბრიჭიძე: არადა არც იმ კანდელაკმა და არც იუკნევიჩიენემ არ იციან, რომ ნამდვილი ევროპა სულ სხვაა, ვიდრე ის მარაზმატული წარმონაქმნი, რაც მათ წარმოუდგენიათ

გია გაბრიჭიძე: არადა არც იმ კანდელაკმა და არც იუკნევიჩიენემ არ იციან, რომ ნამდვილი ევროპა სულ სხვაა, ვიდრე ის მარაზმატული წარმონაქმნი, რაც მათ წარმოუდგენიათ ,,ევროპაშიც არიან იმ ჩეკისტების რეინკარნირებული შთამომავლები, მაგალითად ვინმე რასა იუკნევიჩიენეს სახით, რომელსაც თავისი მერკანტილური, თუ უბრალოდ დემოკრატიის დამცველად თავის გამოჩენის მიზნით, ამ „დანოსებს“ აიტაცებენ და შეძახილით – ჰაიტ, საქართველოში სტალინის ბიუსტების სახით ევროპული ღირებულებების მავნებლური ღალატი აღმოვაჩინეთო გაჰკივიან.’’ წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე და აქვეყნებს ,,ევროპული საქართველოს’’ პარტიის წევრის გიორგი კანდელაკის მიერ ლიეტუველ ევროპარლამენტარის რასა იუკნევიჩიენისთვის მიწერილ წერილს, სადაც კანდელაკი ერთი წლის წინ, თბილისის აეროპორტში გადაღებულ სტალინის ბიუსტის ფოტოს უგზავნის და სთავაზობს, რომ ეს ფოტო Tweet -ზე გამოაქვეყნოს. ,,გიორგი კანდელაკი რაც არის, ყველამ კარგად ვიცით. ვიცით ის, რომ მას ფიზიკურად არ შეუძლია რაიმე ააფეთქოს, რაიმე დაანგრიოს, სადმე შეიჭრას და მძევლები აიყვანოს, რათა საქართველოში კრიმინალური ვითარება გაზარდოს. არ შეუძლია, რადგანაც მას ამის ტრ@@აკი არა აქვს. სამაგიეროდ მასში რეინკარნაცია განიცადა იმ „დანოსჩიკმა“, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩეკაში წერილებს წერდა ამა თუ იმ კაცმა მოწამლული სიმინდი დათესა, რათა შემდეგ ხალხი დახოცოსო. ამა თუ იმ კაცმა მთავრობაზე ანეკდოტი მოყვა და ამით ჩვენს სოციალისტურ მომავალს ძირი გამოუთხაროსო. ზის ეს „მაზდა“ კანდელაკი და „დანოსს დანოსზე“ აგზავნის ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთ, ქართველები ცუდები არიანო. საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არ მიიღოთ, ეგენი ხანდახან „ასანთის“ ნაცვლად „სპიჩკას“ ამბობენო. ევროკავშირში არ მიიღოთ, აეროპორტის სუვენირების მაღაზიაში სტალინის ბიუსტებს ყიდიანო. ევროპაშიც არიან იმ ჩეკისტების რეინკარნირებული შთამომავლები, მაგალითად ვინმე რასა იუკნევიჩიენეს სახით, რომელსაც თავისი მერკანტილური, თუ უბრალოდ დემოკრატიის დამცველად თავის გამოჩენის მიზნით, ამ „დანოსებს“ აიტაცებენ და შეძახილით – ჰაიტ, საქართველოში სტალინის ბიუსტების სახით ევროპული ღირებულებების მავნებლური ღალატი აღმოვაჩინეთო გაჰკივიან. არადა არც იმ კანდელაკმა და არც იუკნევიჩიენემ არ იციან, რომ ნამდვილი ევროპა სულ სხვაა, ვიდრე ის მარაზმატული წარმონაქმნი, რაც მათ წარმოუდგენიათ. საბედნიეროდ ნამდვილმა ევროპამ იცის საქართველო. იცის მისი პოტენციალი და მათ ზუსტად ისეთ ყურადღებას აქცევს, როგორც ქარავანი მასზე გამოდევნებულ გოშიას.’’ წერს გია გაბრიჭიძე facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება