fbpx

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადება

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში, ელექტროენერგიის გათიშვა, არღვევს უსაფრთხოების ძირითად საყრდენს ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

მისივე ცნობით, ამ მომენტისთვის მას უსაფრთხოებაზე კრიტიკული გავლენა არ აქვს.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს საწვავი ელექტროენერგია არ მიეწოდება და თუ ეს პროცესი 48 საათში არ აღდგება, რადიაციის გაჟონვის საფრთხე შეიქმნება და სამყარო კატასტროფის წინაშე  აღმოჩნდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება