fbpx

“ლელო” და “ლეიბორისტული პარტია” დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ 1 მარტის შემდეგ, საუბარია ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ ათას ლარზე.

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების დროს საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დაფინანსება დაკარგა. ინფორმაციას ადასტურებენ ცესკოში.

ცესკოში აღნიშნავენ, რომ “ლელო” და “ლეიბორისტული პარტია” დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ 1 მარტის შემდეგ. საუბარია ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ ათას ლარზე.

1 თებერვლიდან ამოქმედდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარტია კარგავს ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუ ამ პარტიის სიით არჩეული დეპუტატების ნახევარს ვადამდე შეუჩერდება დეპუტატის მანდატი.

2020 წლის არჩევნების შედეგებით, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პარლამენტში ერთი მანდატი მიიღო, “ლელომ” კი – ოთხი. “ლელოს” სიით არჩეულმა მამუკა ხაზარაძემ საკუთარი სურვილით დატოვა პარლამენტი, ბადრი ჯაფარიძეს კი უფლებამოსილება 15 თებერვალს შეუწყვიტეს – ამიტომ პარტიას ორი დეპუტატი დარჩა. ამავე დღეს პარლამენტმა დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილსაც.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება