fbpx

სამტრედიიდან უკრაინაში გასაგზავნად შეგროვებულ ჰუმანიტარულ ტვირთს რამდენიმე დღეში გაიტანენ.

სამტრედიიდან უკრაინაში გასაგზავნად შეგროვებულ ჰუმანიტარულ ტვირთს რამდენიმე დღეში გაიტანენ. დახარისხება უკვე დაიწყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს პირველადი მოთხოვნილების ნივთების, საკვების და თბილი ტანსაცმლის შეგროვება. დახარისხებაში ჩართული არიან მოხალისეები. 🇬🇪🇺🇦 დავით ბახტაძე- “მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას და ჩაერთო ჰუმანიტარულ აქციაში. ასევე, სპეციალურ ანგარიშზე შეგროვებული თანხით ჩვენ შევძლებთ მცირედი დახმარება მაინც გავუწიოთ ამ მძიმე ჟამს ჩვენს მეგობრებს. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ვუსურვებთ მშვიდობას .”სამტრედიაში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის პირველი პარტია უკრაინაში მალე გაიგზავნება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება