fbpx

ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ რომ ბავშვების საშუალებით “გაამძაფროთ” ყალბი ინფორმაცია?!

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს-რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებ მედიაში ხელოვნურად შექმნილ ფეიკ კამპანიას უსახლკარო ოჯახებზე. ძალიან ვწუხვარ, რომ მოსახლეობის ნაწილი, მით უმეტეს სოცქსელების მომხმარებლები, აყვნენ ამ ამორალურ მანიპულაციას. ასე სახე როგორ უნდა დაკარგოთ ზოგიერთებმა, რომ ბავშვების საშუალებით “გაამძაფროთ” ყალბი ინფორმაცია?!

ამის იქით რაღა დარჩა? შემდეგი მანიპულაციისთვის რას და როგორ გამოიყენებთ – წარმოდგენაც კი მზარავს! ვიტყოდი სირცხვილია-ს, მაგრამ ბავშვების ფოტოების მოფრიალეებს, არა მგონია ეს გრძნობა აწუხებდეთ

გაუზიარე!

Shares