fbpx

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს-ამ ერთ ახალ წელს ნუ ვილხენთ

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყებს-

ღია წერილი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, გიორგი გახარიას! ბატონო პრემიერო, მე ია თინიკაშვილი ვარ, ჟურნალისტი. კოვიდ 19-ის პანდემიამდე, მეც და ყველა ის ადამიანი, ვინც მიცნობს, თვლიდა, რომ ჩემსავით ჯანმრთელი და მყარი იმუნიტეტის მქონე ადამიანი იშვიათია, თუმცა, ეს – კორონავირუსამდე…მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების რეგულარულად დაცვის მიუხედავად, ირგვლივმყოფების დაუდევრობის გამო, მაინც დავინფიცირდი – 14 ნოემბერს, პირველი სიმპტომის აღმოჩენისთანავე ჩატარებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა. კოვიდსასტუმროსა და სტაციონარის მომსახურებით არ მისარგებლია. ვინაიდან, გარკვეული საველე მომზადება გავლილი მქონდა და საკუთარი თავისთვის ელემენტარული საექთნო დახმარების გაწევა შემეძლო, ექიმებთან კონსულტაციით, იზოლირებულ საცხოვრებელ სივრცეში მკურნალობა ვარჩიე. კოვიდი ორი კვირის შემდეგ წავიდა, ჩავთვალე – მშვიდობიანად, თუმცა, მეც შევცდი და მედიკოსებიც…5 დეკემბრიდან ჩემს ორგანიზმში ისეთმა უცნაურმა ცვლილებებმა იჩინა თავი, რომ 14 დღე საავადმყოფოების სტაციონარში გავატარე და სამი (!) გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. სტაციონარი დავტოვე, მაგრამ წინ რეაბილიტაციის თითქმის ორი თვე მაქვს. მანამდე კი, მე დაბეჯითებით შემეძლო თქმა, რომ დავუშვათ, თქვენზე, ან უამრავ სხვა მოქალაქეზე ჯანმრთელი ვიყავი.ბატონო გიორგი, მე, კოვიდგადატანილი ერთი მოქალაქე, რომელსაც ძალზე დიდი დრო დასჭირდება ამ მძიმე ორი კვირის და ტკივილების დასავიწყებლად, უმორჩილესად გთხოვთ, სადღესასწაულო დღეებშიც მაქსიმალურად შეინარჩუნოთამჟამად დადგენილი აკრძალვების დიდი ნაწილი. ვისაც ეს უმძიმესი, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ვერაგი ვირუსი არ შეხებია, სამწუხაროდ, ბევრი ჯეროვნად კვლავ ვერ აცნობიერებს არსებულ საფრთხეებს და რისკებს. ჩვენს ირგვლივ კოვიდით გარდაცვლილი 2 094 ადამიანის სულის პატივისცემის ნიშნად მაინც, ამ ერთხელ, ამ ერთ ახალ წელს, ნუ ვილხენთ და ნუ ვიქეიფებთ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება