fbpx

… არ დავტოვებდი სამსახურში – მე რომ კობიაშვილის ადგილზე ვიყო!

საინფორმაციო სააგენტო “იქსნიუსის” დამფუძნებელი, ექსპერტი მირიან ყარაულაშვილი საქართველოს ნაკრებს მომავალ წარმატებაში დამნაშავის აღიარებას ეხმაურება.

“… ეხლა სადღაც წავიკითხე , რომ კვარაცხელიას “პრობლემაში” მთავარი დამნაშავე ადამიანი საჯაროდ წერს: მართალია, ჩემი პირადი უყურადღებობისა და ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია ის ყველაფერი რაც მოხდაო, მაგრამ მაინც ვრჩები ჩემს სამუშაო ადგილზე და გუნდშიო, რომ უფრო კარგად დავეხმარო საქართველოს ნაკრებს მომავალ წარმატებაშიო…

მე პირადად მართლა არ მესმის ეს განცხადება!!!

ნებისმიერ გუნდში თუ კოლექტივში, თუნდაც ორკაციან კომპანიასა თუ ორგანიზაციაში საბოლოო წარმატების საფუძველი არის ადამაინური ფაქტორი და მისი პირადი პასუხისმგებლობა!

რა ნამუსითა და სინდისით უნდა დარჩე კაცი იმავე პოზიციაზე სამუშაოდ, როდესაც შენმა არასწორმა (რბილად ვამბობ!) ქმედებამ თუ უმოქმედობამ ერთი და ორი კაცი კი არა, ასეულათასობით ადამაინი დააზარალა და სერიოზული პრობლემა შეუქმნა?

სხვათა შორის, საჯარო სამსახურში მყოფნი მსგავსი გადაცდომისთვის(რბილად ვამბობ!) არამხოლოდ თანამდებობას ტოვებენ თითქმის ავტომატურ რეჟიმში, არამედ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ეძლევიან თანამდებობრივი გულგრილობისა და თანამდებობრივი გადაცდომის მუხლებით!

ეს ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთის ფედერაციისა თუ სხვა საზოგადოებრივი, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებიდან მუდმივად უნდა ველოდეთ თანამშრომლის მხრიდან დანაშაულებრივ გადაცდომასა და შემდეგ მის დაუსჯელობას!!!

… არ დავტოვებდი სამსახურში – მე რომ კობიაშვილის ადგილზე ვიყო”.

წერს მირიან ყარაულაშვილი

======

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება