fbpx

ზურაბ ქადაგიძე: მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ სარეცელს გაიყოფს, გახარია-ლომჯარიასთან და ერთკაციან პარტიებთან, ნელ-ნელა კონტურებს იძენს

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე რომელიმე ოპოზიციური პარტიისა და დავით ზურაბიშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, „რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის გამოირჩეოდა პარაზიტობით და ახლაც ცდილობს სარგებელი ნახოს.

„პარაზიტები საშოვარზე გამოვიდნენ…

ურეიტინგო პარტიების ავანგარდში ყოველთვის „რესპები“ ლიდერობდნენ და ახლაც, როგორც ყოველთვის, მოლოდინში არიან.

მოლოდინი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ სარეცელს გაიყოფს, გახარია-ლომჯარიასთან და ერთკაციან პარტიებთან, ნელ-ნელა კონტურებს იძენს და დიდი ალბათობით, ასეც მოხდება…

ჰოდა, „რესპებიც“ რისი პარაზიტები არიან, რომ პირველი არ მიეწებონ ამ პროცესს და სარგებელი არ ნახონ?!

თუმცა, ამ ბატონს ერთი რამ ავიწყდება:

გინდ „მესამე ძალა“ და გინდ „მეათე“ დაარქვით, არითმეტიკულად ყველა ნული ხართ.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2024 წლის არჩევნები პრეცედენტული გახდება ყველა უსამშობლოსა და გავლენის ბენეფიციარისათვის, რადგან მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს:

სუვერენულ და დოტაციურ სახელმწიფოს შორის;

ეროვნულ ინტერესსა და გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურას შორის;

რეალ-პოლიტიკასა და ფსევდო-დემოკრატიას შორის;

ეროვნულ იდენტობასა და ლიბერალურ ფაშიზმს შორის.

ჰოდა, 2024-ის არჩევნების შემდეგ უსამშობლო პარაზიტებისათვის პოლიტიკური სივრცე ვეღარ იარსებებს“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება