fbpx

ანდრია გვიდიანი: კამერების მიღმა ყველაზე რადიკალ ნაციონალებსაც კი არ სჯერათ ის, რასაც სააკაშვილი მათ აკეთებინებს

ანდრია გვიდიანი: კამერების მიღმა ყველაზე რადიკალ ნაციონალებსაც კი არ სჯერათ ის, რასაც სააკაშვილი მათ აკეთებინებს “საზოგადოებას კი არა, “ნაციონალურ მოძრაობაშიც” არავის ჯერა იმის, რასაც აკეთებენ. ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რატომაც დაიწყო და შეუქცევადი სახე მიიღო ამ პარტიის რღვევამ”-ასე გამოეხმაურა ექსპერტი ანდრია გვიდიანი “ქრონიკის” ეთერში გასულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ნიკა მელია აღიარებს რომ სააკაშვილმა პარტიის გეგმები არია. “ვისაც ჩვენი არ გჯერათ, ა ბატონო, მელიას მოუსმინეთ. ისე, ეს გულწრფელი აღიარებები მაინც სულ სხვაა. კამერების მიღმა ყველაზე რადიკალ ნაციონალებსაც კი არ სჯერათ ის, რასაც სააკაშვილი მათ აკეთებინებს. ვის, ვის და მელიას ყველაზე კარგად ესმის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სპექტაკლები წყლის ნაყვის მეტი არაფერია. ყველამ ვიცით, საზოგადეობას ეს ოპოზიციური კლოუნადა უკვე დიდი ხანია ყელში რომ ამოუვიდა. საზოგადოებას კი არა, “ნაციონალურ მოძრაობაშიც” არავის ჯერა იმის, რასაც აკეთებენ. ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რატომაც დაიწყო და შეუქცევადი სახე მიიღო ამ პარტიის რღვევამ. P.S. – ნუ, მელიას ამ საუბრისთვის რაც მოუვა, ალბათ ყველა ძალიან მალე ვნახავთ. დარწმუნებული ვარ ამ ჩანაწერისთვის ბელადი მელიას დახვრეტის ბრძანებას გასცემს.”- წერს გვიდიანი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება