fbpx

“დედა-დედოფალ” გიულის მშვიდად შეაპარეთ,რომ შენი შვილი თავისივე პარტიიდან “დააპაშოლესთქო-ზურა ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე: ნაც-მოძრაობის თავმჯდომარისგან მიშას გაბაიბურებაა ცოტა პარადოქსი “მართალია ბატონი ნიკანორი,როდესაც დასავლეთის დამოკიდებულებას ახსენებს მიშაზე…აბსოლუტურად მართალია ის აზრი,რომ სააკაშვილი ნულია,როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის ასევე ქართული საზოგადოებისათვის”- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც გამოეხმაურა “ქრონიკის” ეთერში გასულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში ნიკა მელია ცდილობა დაარწმუნოს მხარდამჭერები, თუ როგორ ჩაიშალა “ნაციონალური მოძრაობის” გეგმები მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით. “ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას… ისე მართალს ამბობს მელია და ძალიან ნუ გადაურბენთ…უბრალოდ ნაც-მოძრაობის თავმჯდომარისგან მიშას გაბაიბურებაა ცოტა პარადოქსი, თორემ ქართული საზოგადოების 99% შეთანხმებულია, რომ სააკაშვილი არის წარსული, ცუდი მოგონება და ჩავლილი სიბოროტე, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს…მართალია ბატონი ნიკანორი,როდესაც დასავლეთის დამოკიდებულებას ახსენებს მიშაზე…აბსოლუტურად მართალია ის აზრი,რომ სააკაშვილი ნულია,როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის ასევე ქართული საზოგადოებისათვის… “დედა-დედოფალ” გიულის მშვიდად შეაპარეთ,რომ შენი შვილი თავისივე პარტიიდან “დააპაშოლესთქო”- წერს Facebook-ზე ქადაგიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება