fbpx

ნიკა მელია აღიარებს, რომ სააკაშვილმა პარტიის გეგმები არია. მისმა დავალებებმა კი რესურსი ამაოდ გახარჯა

ნიკა მელია აღიარებს, რომ სააკაშვილმა პარტიის გეგმები არია. მისმა დავალებებმა კი რესურსი ამაოდ გახარჯა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს გაქცეული ლიდერის ჩამოსვლა არ სურდა. ეს მკაფიოდ ჩანს და ისმის ვიდეომასალიდან, რომელიც „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოპოვა.

ვიდეოჩანაწერი „ქრონიკას“ მოქალაქემ მიაწოდა და ის გუშინ, საქალაქო სასამართლოს ეზოშია გადაღებული. ჩანაწერი მაშინაა გაკეთებული, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართებოდა.

„ჩემი პარტნიორული, მეგობრული და კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის. ვიცოდი ევროპელების და ამერიკელების განწყობა. მე ვეუბნებოდი ხმას არ ამოიღებენმეთქი. კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, ვიცოდი რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა. 50%, რომ ხელისუფლებაში არის ოცნება, ჩვენი ბრალია“, – აცხადებს ნიკა მელია ვიდეოჩანაწერში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება