fbpx

ამბობდნენ, რომ სააკაშვილს ორგანიზმში აღმოაჩნდა გარკვეული ნივთიერების კვალი, ეს ნივთიერება კი თურმე ყველას გვაქვს ორგანიზმში. ეს იყო მანიპულაციის უმაღლესი მწვერვალი


ეს იყო მანიპულაციის უმაღლესი მწვერვალი. მედიიდან დაწყებული, პოლიტიკოსები და კონკრეტული ექსპერტებით გაგრძელებული, ამბობდნენ რომ მას [მიხეილ სააკაშვილი] აღმოაჩნდა გარკვეული ნივთიერების კვალი, და თურმე ყველას გვაქვს ორგანიზმში ეს ნივთიერება, ოღონდ მას აქვს დასაშვებ ზღვარზე გაცილებით დაბალი. აღმოჩნდა, რომ ის არავის მოუწამლავს და არანაირი ეჭვიც არ შეიძლება ამასთან დაკავშირებით იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ანუ, მთელი წინა კამპანია მის მოწამვლასთან დაკავშირებით იყო ფეიკი. ქვეყნის შიგნით ყველამ გაიგო, რომ თურმე იტყუებოდა ყველა, ვინც მის მოწამვლაზე საუბრობდნენ, მაგრამ ლობისტები მთელს მსოფლიოს ეუბნებიან, რომ სააკაშვილი მოწამლეს. საქართველოს გარეთ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ თითქოს სააკაშვილი მოწამლეს და ის სიმართლე, რაც გამოაშკარავდა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ბრჭყალებში რომ ვთქვათ, მარტივად აღარ გაიყიდება. ვგულისხმობ, რომ მათი ლობისტები ამ ინფორმაციას არ მიაწვდიან. ამ ფეიკებით რაც სააკაშვილის სიმულაციებთან და ტყუილებთან არის კავშირში, ზიანდება პირველ რიგში საქართველო“, – აღნიშნა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება