fbpx

მთელი კამპანია სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით იყო „ფეიკი“, ამ „ფეიკებით“ კი პირველ რიგში საქართველო ზიანდება


აღმოჩნდა, რომ ის [მიხეილ სააკაშვილი] არავის მოუწამლავს და არანაირი ეჭვიც არ შეიძლება ამასთან დაკავშირებით იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით ლობისტების მიერ საზღვარგარეთ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს აზიანებს.

„ეს იყო მანიპულაციის უმაღლესი მწვერვალი. მედიიდან დაწყებული, პოლიტიკოსები და კონკრეტული ექსპერტებით გაგრძელებული, ამბობდნენ რომ მას ღმოაჩნდა გარკვეული ნივთიერების კვალი, და თურმე ყველას გვაქვს ორგანიზმში ეს ნივთიერება, ოღონდ მას აქვს დასაშვებ ზღვარზე გაცილებით დაბალი. აღმოჩნდა, რომ ის არავის მოუწამლავს და არანაირი ეჭვიც არ შეიძლება ამასთან დაკავშირებით იყოს,

ანუ, მთელი წინა კამპანია მის მოწამვლასთან დაკავშირებით იყო ფეიკი. ქვეყნის შიგნით ყველამ გაიგო, რომ თურმე იტყუებოდა ყველა, ვინც მის მოწამვლაზე საუბრობდნენ, მაგრამ ლობისტები მთელს მსოფლიოს ეუბნებიან, რომ სააკაშვილი მოწამლეს. საქართველოს გარეთ ბევრმა ადამიანმა იცის, რომ თითქოს სააკაშვილი მოწამლეს და ის სიმართლე, რაც გამოაშკარავდა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ბრჭყალებში რომ ვთქვათ, მარტივად აღარ გაიყიდება. ვგულისხმობ, რომ მათი ლობისტები ამ ინფორმაციას არ მიაწვდიან. ამ ფეიკებით რა სააკაშვილის სიმულაციებთან და ტყუილებთან არის კავშირში, ზიანდება პირველ რიგში საქართველო“, – აღნიშნა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება