fbpx



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მოსალოდნელ შეზღუდვებზე საუბრობს

„საუბარი მიდის იმაზე, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც დაწესდება, იყოს დაბალანსებული, როგორც ჯანმრთელობის ინტერესების კუთხით, ასევე ეკონომიკური ინტერესების კუთხით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს.

„ამდენად, ის, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობდა აქამდე და კიდეც იმსჯელებს მომდევნო დღეებში, იქნება იმგვარი, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ბიზნესს, სასიცოცხლო და სტრატეგიული მნიშვნელობების ობიექტების ფუნქციონირებას, მაგრამ ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ პრაქტიკაში დავნერგოთ ის შეზღუდვები, რაც მოგვცემს შედეგს. აქ არის საუბარი იმაზე, რაც უკვე ძალაშია – საათობრივი შეზღუდვები, გარკვეულწილად ტრანსპორტის გადაადგილების რეჟიმის მოდიფიცირება, ასევე დისტანციური მუშაობა, დისტანციური სწავლა. ეს არის ის მექანიზმები, რაც შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ“, – განაცხადა გაბუნიამ

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია