fbpx

ნახევარ საქართველოს ქონება წაართვეს, სამი ტელევიზია მიიტაცეს და კიდევ ჩვენ გვეძახიან კლეპტომანებს – ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას პასუხობს

ქართული ოცნების” პიარ-ტექნოლოგი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის განცხადებას პასუხობს.

ნაცვლიშვილი “ფეისბუქ” პოსტს თან ფოტოსურათს ურთავს, სადაც ნიკა გვარამია ISFED-ის კვლევაზე წერდა.

“ნახევარ საქართველოს ქონება წაართვეს, სამი ტელევიზია მიიტაცეს და კიდევ ჩვენ გვეძახიან კლეპტომანებს. არ არის ამათი საშველი, არა! უკურნებელია ეს სენი – კიბოა, კიბო! დაბალბიუჯეტიან საშინელებათა ფილმებში როგორცაა, ვიდრე მაქციას კეთილშობილი ვერცხლის შუბის წვერით არ განუგმირავ ბოღმით სნეულ გულს, არ ჩერდებიან.”

“მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ IFED-ის მიერ საარჩევნო უბნებზე დარღვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დღეს დაწერა.

IFED-ის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა მოსყიდვის და ერთი პირის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის ანუ კარუსელის ფაქტები. იმენა კლეპტომანები არიან. უკვე ტყუილა იპარავენ. არ ჭირდებათ, მაგრამ მაინც.

მთავარი არხი – ფრთხილად, ბავშვებო, კომენტარის ჩაწერისას მიკროფონი არ მოგვპარონ, ან ჯიბიდან არ ამოგაცალონ რამე. რა ვიცი, ფრთხილად მაინც” – წერდა გვარამია სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება