fbpx

„ცისფერი მთების“ პერსონაჟი – ვაჟა ზაზაევიჩი მახსენდება, რომელმაც მოტობურთის თემა წამოწია და მერე კითხულობდა – ვინ ახსენა პირველმა ეს თემაო. „ნაცმოძრაობაშიც“ ასეა – სააკაშვილის აქ ჩამოსვლაში წაქეზებას ერთმანეთს აბრალებენ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს აბრალებენ სააკაშვილის აქ ჩამოსვლაში წაქეზებას, იმიტომ, რომ უდიდესი ბრალდება მიიღეს ექსპრეზიდენტის დედისგან – ვინც ჩემს შვილს ეხვეწებოდა ჩამოსვლას, ყველა რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები არიანო. ახლა ერთმანეთში მიდის გარჩევა – ვინ ვისი აგენტია“, – ამის შესახებ „პოსტივის“ ეთერში, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, აღნიშნული სიტუაცია ფილმ „ცისფერი მთების“ სიუჟეტს აგონებს. 

„გავიხსენოთ, რით იწყებოდა ყველაფერი: ჯერ კიდევ ორი წლის წინ, იმავე სოციოლოგიური მკვლევრების მიერ ჩატარებული რეიტინგებისა და დათვლილი პროცენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც, საქართველოში უნდა ჩამოსულიყო და ამ პროცესების ავანგარდში დამდგარიყო, სადღაც 27% ჰქონდა. იმავე მკვლევრების მიერ დღეს ეს რეიტინგი 6%-ამდეა დაყვანილი). დღეს ვნახე ნიკანორ მელიას ჩანაწერი, სადაც ამბობდა, რომ სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო. ასევე დღეს ვნახე იმავე წლის ნოემბრის ჩანაწერი, სადაც მელია ამტკიცებს, – ვინ თქვა, სააკაშვილი უნდა ჩამოვიდეს, ეს არასდროს მითქვამს, პირიქით, ვამბობდი – არ უნდა ჩამოვიდესო. „ცისფერი მთების“ პერსონაჟამდე დავდივართ, ვაჟა ზაზაევიჩამდე, რომელმაც მოტობურთის თემა წამოწია და მერე კითხულობდა – ვინ ახსენა პირველმა ეს თემაო. „ნაცმოძრაობაშიც“ ასეა – სააკაშვილის აქ ჩამოსვლაში წაქეზებას ერთმანეთს აბრალებენ, იმიტომ, რომ უდიდესი ბრალდება მიიღეს ექსპრეზიდენტის დედისგან – ვინც ჩემს შვილს ეხვეწებოდა ჩამოსვლას, ვინც აეროპორტში, კაფეში თუ პარტიის ოფისთან ხვდებოდა, ყველა რუსეთის სპეცსამსახურების და კრემლის აგენტები არიან და ამას არ ვაპატიებო. ახლა ერთმანეთში მიდის გარჩევა – ვინ ვისი აგენტია, ვინ რა თქვა, ვინ რა არ თქვა, ვინ გადათქვა და ა.შ. “, – განაცხადა ქართველიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება