fbpx

ჩვენც მზად ვართ, რომ სამ პუნქტზე ხელი მოვაწეროთ-ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებელის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების მხრიდან დანიელსონის დოკუმენტის სამ პუნქტზე ხელმოწერას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ ფორმით რა ფორმითაც ეს მოხდა, საბოლოო დოკუმენტს ხელი არ მოეწერება, თუმცა მზადაა, იმ სამ პუნქტზე მათაც მოაწერონ ხელი.

ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ ეს საბოლოო შეთანხმებას არ ნიშნავს და მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდნენ.

“იმ სამ პუნქტს ისინი არ ეთანხმებოდნენ: არჩევნებს, მართლმსაჯულებასა და ხელისუფლების დანაწილებას და ახლა კარგია, რომ დაეთანხმნენ, იმ ტექსტით რაც იქ არის. ჩვენ გვექნება ელჩებთან კომუნიკაცია. ყველამ კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური კომუნიკაცია უბრალოდ ფრაზებით ვერ დასრულდება. დანიელსონის შემოთავაზება იყო ამ სამ პუნქტზე ხელმოწერა და დანარჩენ ორზე მოლაპარაკების გაგრძელება. დაველოდებით კომუნიკაციას. ამ სახით, ამ ფორმით ხუთივე პუნქტს დოკუმენტზე არ მოეწერება ხელი. იმ სამ პუნქტზე ჩვენც მზად ვართ, რომ ხელი მოვაწეროთ, თუმცა ეს საბოლოო შეთანხმებას არ ნიშნავს, იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ”, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია